
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალურ მოძრაობას“ აქციაზე რამდენი კაციც ჰყავდა, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ხალხმა განსაჯოს, 27 ოქტომბერს არის კონტრაქცია, თუ ნამდვილი, რეალური აქცია.
“რაც შეეხება ე.წ. კონტრაქციას – ეს მესიჯბოქსია, რომელიც დაალაგეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა. არავითარი კონტრაქცია ეს არ არის, ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია. მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, ხალხი რომ ჩამოვიყვანოთ თბილისში. თქვენ თვითონ შეგიძლიათ, განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია, თუ არის ნამდვილი, რეალური აქცია, რომლის მიზანია, ხალხისთვის საკუთარი ძალის კიდევ რთხელ ჩვენება. ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ის არის თავისუფლების მომხრე, სურს ქვეყანაში ბოროტების დამარცხება, მშვიდობა და სიმშვიდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს