ირაკლი კობახიძე - რამდენიმე ევროპული საელჩო პირდაპირაა ჩართული, სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებაში


ავტორი
Front News საქართველო
რამდენიმე ევროპული საელჩო პირდაპირაა ჩართული, სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებაში, შესაბამისად, ხშირად ხვდებიან რადიკალებს და ეს არის სამწუხარო მოვლენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის საელჩოში გიგა ბოკერიას და გია ბარამიძის მონაწილეობით გამართულ შეხვედრას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირისა და ევროპული ბიუროკრატიის იმიჯს საქართველოში.
"ევროკავშირის, ევროპული ქვეყნების იმიჯს საქართველოში ეს ძალიან აზიანებს. თან, როდესაც ხვდები არჩევნებთან დაკავშირებით ისეთ პარტიებს, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობენ არჩევნებში, ეს კიდევ უფრო მეტად გაუგებარია. ძალიან ცუდია, როდესაც კონკრეტული ელჩები, საელჩოები ახალისებენ საქართველოში რადიკალიზმს. საზოგადოება ამას აკვირდება, აფასებს და ეს ყველაფერი ევროპული ქვეყნების, ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე საქართველოში ძალიან ცუდად აისახება", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს