ირაკლი კობახიძე - რასა იუკნევიჩიენე არის ჩვეულებრივი პოსტსაბჭოთა ნატურის მქონე ადამიანი

ავტორი
Front News საქართველო
რასა იუკნევიჩიენე არის ჩვეულებრივი პოსტსაბჭოთა ნატურის მქონე ადამიანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, ის ვერავის ვერაფერს ასწავლის, ვინაიდან ქართულმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ევროპარლამენტარის, ევროკომისრის არავითარ განცხადებას არ აქვს ფასი, თუ ის უსამართლოა.
"ჯერ კიდევ 4 წლის წინ, ერთი ევროპარლამენტარი რაღაც განცხადებას რომ გააკეთებდა, ამას მოჰყვებოდა ხოლმე ხალხის მღელვარება, ასეთი აღქმა იყო ქართველ საზოგადოებაში. გაიგო ქართულმა საზოგადოებამ, რომ ევროპარლამენტარის არავითარ განცხადებას, ევროკომისრის განცხადებას და ა.შ. არ აქვს ფასი, თუ არის უსამართლო. ეს უსამართლობა იმდენად თვალსაჩინოა, სულ რომ 600 ევროპარლამენტარი ერთად ჩამოვიდეს საქართველოში, ამასაც კი არ ექნება ფასი, თუ არ იქნება სამართლიანი. ხალხი რასაც უწევს ანგარიშს, ეს არის სამართლიანობა. ვის რა უნდა ასწავლოს რასა იუკნევიჩიენემ, არის ჩვეულებრივი პოსტსაბჭოთა ნატურის მქონე ადამიანი, თავის ყველაფრით, თავისი ვიზუალით, რუსული აქცენტით და ა.შ. ჩვეულებრივად, გეგონება „ცეკას“ პოლიტბიუროს წარმომადგენელი და თან ძველი დროიდან, ახალი დროიდანაც არა, იმ დროის ზუსტად, 60-იანი წლების, ხრუშჩოვის დროის „ცეკას“ პოლიტბიუროს წარმომადგენლის ვიზუალი აქვს, ასე მეტყველებს, ასე იქცევა. რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს ასეთ ადამიანებს საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




