Logo

ირაკლი კობახიძე – რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას

პოლიტიკა
04.03.2025 / 18:01
Frontnews image description

რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რომ მიერთებოდა სანქციებს, ან უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები გაეგზავნა, დღეს ქვეყანაში იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა, ვიდრე უკრაინაშია.

“რეალურად, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ რომ მაშინ მიგვეღო გადაწყვეტილება სანქციებთან მიერთების, ან მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის თაობაზე, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი იქნებოდა სრულიად სხვაგვარად, ბევრად უფრო მძიმედ, ვიდრე თუნდაც უკრაინაში არსებული მდგომარეობაა. დღეს ყველაფერს ეფინება ნათელი. რაც რთული აღსაქმელი იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის 2-3 წლის წინ, დღეს ბევრად უფრო იოლი აღსაქმელია”, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები