
ავტორი
Front News საქართველო
“რასაც დასჭირდა თავის დროზე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2019 წელს, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. იმას სჭირდება ასევე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2023 წელს. აქედან გამომდინარე, რაღაც ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, თუ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება მიღებული, მათივე გადასაწყვეტია ცალმხრივად რას გააკეთებენ.
“თუ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება მიღებული, მათივე გადასაწყვეტია ცალმხრივად რას გააკეთებენ. ჩვენ ერთადერთი ვაფიქსირებთ პოზიციას, რომ მისასალმებელი იქნება ჩვენი თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე მათი მხრიდან ცალმხრივი სანქციის მოხსნა. ორმხრივი ვერ იქნება ეს გადაწყვეტილება. ეს არის ცალმხრივი სანქცია, რომელიც თავის დროზე დაწესდა, სანქციის მოხსნაც იქნება რა თქმა უნდა, ცალმხრივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს