Logo

ირაკლი კობახიძე - რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა

პოლიტიკა
121
Frontnews image description

ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ასევე ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“  განაცხადა.

მისი თქმით, ამ ორპირი ქარის პოლიტიკამ ძალიან მძიმე შედეგები იქონია კონკრეტულ ქვეყნებზე.

"ეს იყო საქართველო, პირველი, 2008 წელს, ერთი მხრივ, ჩვენ არ ვიყავით დაცული, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა ხელშეკრულების მე-5 მუხლით და მეორე მხრივ, ჩვენ გვერქვა ასპირანტი ქვეყანა. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, იოლი იყო პროვოკაციების დაგეგმვა და ეს ასეც მოხდა. ჯერ იყო საქართველო, სააკაშვილის  მიერ ომის დაწყება 2008 წლის აგვისტოში და შემდეგ იყო უკრაინაში „მაიდანი“, რასაც მოჰყვა ჯერ ერთი ომი 2014 წელს და შემდეგ მეორე ომი, უკვე 2022 წელს. რასაც ვფიქრობდით, ის დაადასტურეს ახლა უკვე ამერიკელებმა, ბრიტანელებმა, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, თან ეს იყო ჩაფიქრებული, სინამდვილეში ეს ყველაფერი ყოფილა ორმხრივი ქარის პოლიტიკა“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები