Logo

ირაკლი კობახიძე - რასაც ვლაპარაკობდით მთელი ამ წლების განმავლობაში, იმავეს იმეორებს ახლა პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია

პოლიტიკა
132
Frontnews image description

რეფორმირება სჭირდება ევროკავშირს, ეს ყველაფერი სჭირდება სასიცოცხლოდ, რამდენად იპოვის ამის ძალას ევროკავშირი და ევროპული ბიუროკრატია, ამას მომავალი დაგვანახებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამერიკული ადმინისტრაცია ევროპაში შექმნილ სწორედ იმ უარყოფით ტენდენციებზე საუბრობს ახლა, რაზეც წლების განმავლობაში საუბრობდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

"რასაც ვლაპარაკობდით მთელი ამ წლების განმავლობაში, იმავეს იმეორებს ახლა პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. ეს არის რეალურად ის სინამდვილე, რომელიც არის შექმნილი ევროპაში, ეს არის ის უარყოფითი ტენდენციები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რაზეც დღეს საუბრობს ამერიკული ადმინისტრაცია. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროპა, ევროკავშირი თავის თავში იპოვის რეფორმირების ძალას. რეფორმირება სჭირდება ევროკავშირს, ეს ყველაფერი სჭირდება სასიცოცხლოდ, რამდენად იპოვის ამის ძალას ევროკავშირი და ევროპული ბიუროკრატია, ამას მომავალი დაგვანახებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები