
ავტორი
Front News საქართველო
დღეს სინამდვილეში ვითარება ნაკლებად პოლარიზებულია, ვიდრე ეს იყო ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ გვქონდა საპარლამენტო და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების”თავმჯდომარემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პოლარიზაციის საკითხი შემცირდა.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რადიკალიზმის საკითხი შემცირებულია და ამას ერთადერთი მიზეზი აქვს – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დასუსტება.
“ერთადერთი წამალი რადიკალიზმის და პოლარიზაციის შემცირების არის ნაციონალური მოძრაობის დასუსტება. ამის მეტი წამალი უბრალოდ არ არსებობს და როდესაც საუბარია სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მიზანი ერთია – რადიკალიზმის გაზრდა. ანუ რატომაც უნდათ სააკაშვილის თავისუფლება ეს არის საქართველოში რადიკალიზმის გაზრდა და ხელისუფლების ცვლილება, რაც ომში გახვევს ჩვენს ქვეყანას. ეს ასეა გარკვეულწილად შესაძლოა, სააკაშვილის გარეთ ყოფნამ ენმ გააძლიეროს, რაც ავტომატურად ნიშნავს რადიკალიზაციის ხარისხის ზრდას. ამიტომ, რაც არუნდა გააგრძელონ ამ ადამინებმა ეს მოწოდებები, ჩვენი ამოცანაა, რომ ხელოვნური გზით არ გადაიდგას არცერთი ნაბიჯი სააკაშვილის გასათავისუფლებლად”, – აცხადებს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს