
ავტორი
Front News საქართველო
არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც არის განსაზღვრული პრემიები, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სახეობებისთვის და რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული, ის პრემიები გამოიწერა და რა თქმა უნდა, ჩაირიცხება თითოეული შესაბამისი სპორტსმენის ანგარიშზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ფონს მარტივი ტყუილებით გავიდეს.
“რამდენიმე ტყუილს შეიცავდა სიუჟეტი, რომელიც გავრცელდა ტვ პირველზე, რეალურად, არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც არის განსაზღვრული პრემიები, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სახეობებისთვის და რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული, ის პრემიები გამოიწერა და რა თქმა უნდა, ჩაირიცხება თითოეული შესაბამისი სპორტსმენის ანგარიშზე. აქაც მარტივი ტყუილებით ცდილობენ, ფონს გავიდნენ, თუმცა ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ასეთი ტყუილები რომ ვერ ჭრის ხოლმე, სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ 60% რეიტინგი და ამიტომ აგებს ძალიან მძიმედ არჩევნებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს