
ავტორი
Front News საქართველო
რაც მეტი 2%-იანი და 3%-იანი პარტია იქნება ოპოზიციაში, მით უკეთესი. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენ დაგვეხმარება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში. დღევანდელი მონაცემები არის ასეთი, დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული საზოგადოება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმატების შანსს ვერ მისცემს.
“რაც შეეხება ოპოზიციას, ნაცმოძრაობის მაჩვენებელი არის 15%-ს ჩამოცდენილი და ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ლახავს საარჩევნო ბარიერს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რაც უფრო მეტად იქნება ფრაგმენტირებული ოპოზიცია, მით უკეთესი. რა თქმა უნდა, ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები, თითოეული მათგანი არის მხილებული ოფიციალურად დანაშაულში. როცა ასეთი ადამიანები გამოთქვამენ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას, რა თქმა უნდა, მათ ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ. ბუნებრივია, საზოგადოება არის ძალიან გამოცდილი საქართველოში, შესაბამისად, ქართული საზოგადოება, ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამ კონკრეტულ ადამიანებს, წარმატების ვერავითარ შანსს ვერ მისცემს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს