ირაკლი კობახიძე – რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი დემოკრატიული სისტემა


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი გეგმა, ეს არის თვითლიკვიდაციის გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება დემოკრატიული სისტემა.
“რეალურად იმ ქმედებებით, რასაც ისინი ახორციელებენ არჩევნების შემდეგ, ახორციელებენ თვითლიკვიდაციას, თვითონვე ასუსტებენ კიდევ უფრო მეტად საკუთარ პოზიციებს. შესაბამისად, ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის. რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი დემოკრატიული სისტემა. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ოპოზიციის შემდგომ დასუსტებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – NED-ის ხაზით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი

ირაკლი კობახიძე – რაც უფრო მეტი ხმა იქნება მობილიზებული “ქართული ოცნების” გარშემო, მით უფრო მყარი იქნება მშვიდობის გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის

მამუკა მდინარაძე – რაც უფრო მეტი იქნება მცდელობა, გადაწყვეტილებები მიიღოს ვინმე სხვამ, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი!