Logo

ირაკლი კობახიძე - რაზე უნდა ელაპარაკო ასეთ ხალხს, მძიმე მდგომარეობაა

პოლიტიკა
108
Frontnews image description

მძიმე ვითარებაა ევროპულ ბიუროკრატიაში და პოლიტიკურ წრეებში, მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ, 2-3 თვის წინ გაიმართა ერთგვარი სამიტი დაკავშირებადობის, ტრანზიტის თემაზე და ამ შეკრებაზე იყო წარმოდგენილი შუა აზიის 5 ქვეყანა და სამხრეთ კავკასიის 2 ქვეყანა და არ იყო წარმოდგენილი მხოლოდ საქართველო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ევროკომისიის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე, რომელიც დაკავშირებადობას ეძღვნება, საქართველოს არმიწვევა არასერიოზული მიდგომაა.

"ევროკომისიის ეგიდით გაიმართა ეს შეკრება და ევროკომისიას მიაჩნია, რომ ამ 8 ქვეყანას შორის საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული, საქართველოს არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. 7 ქვეყანა მიიწვიეს უმაღლეს დონეზე და საქართველო - ელჩის დონეზე. სხვა სამიტიც გაიმართა, სადაც საქართველო საერთოდ არ იყო მიწვეული. არის 8 ქვეყანა და საქართველო მათ შორის იყო ყველაზე არადემოკრატიული და საქართველო იყო ერთადერთი, რომელსაც არ ჰქონდა ზღვაზე გასასვლელი და ვერ ეხმარებოდა სხვა ქვეყნებს ზღვასთან კავშირში. აქამდე არის დასული ევროკომისია. რაზე უნდა ელაპარაკო ასეთ ხალხს. მძიმე მდგომარეობაა. ამ 8 ქვეყანას შორის საქართველო აღმოჩნდა ყველაზე არადემოკრატიული და ყველაზე ანტიდასავლური. თავად განსაჯეთ, რაღაც სერიოზულობა ხომ უნდა ჰქონდეს ამ მიდგომას. მძიმე მდგომარეობაა ევროკავშირში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეიცვლება ეს მძიმე მდგომარეობა. ნებისმიერ ქვეყანაში, ან ნებისმიერ სტრუქტურაში შეიძლება, მძიმე მდგომარეობა შეიცვალოს დადებითი მდგომარეობით. ჩვენ გვაქვს ეს ოპტიმიზმი. 8 ქვეყანაა, საკითხი ეხება დაკავშირებადობას. 8 ქვეყნიდან 7 არის ზღვასთან გასასვლელის არმქონე, 5 შუა აზიის ქვეყანა და 2 სამხრეთ კავკასიის ქვეყანა. 7-დან არც ერთს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და მთავარი საკითხი არის ზღვაზე გასვლა. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ზღვაზე გასასვლელი ამ 7 ქვეყნისთვის და 7 ქვეყანას იწვევ და მე-8-ს არა, ამ 8 ქვეყანას შორის საქართველო აღმოჩნდა ყველაზე არადემოკრატიული და ყველაზე ანტიდასავლური. ეს იმდენად არასერიოზულია, რომ მე მგონი საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანოთ მიკერძოების მიუხედავად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები