
ავტორი
Front News საქართველო
მთავარი განცხადება, რაც დღეს გააკეთა კასიანოვმა, უკავშირდებოდა იმას, რომ უკრაინას სურს საქართველო იხილოს მეორე ფრონტად. მერე დამატებითი კითხვა დაუსვეს და იქ გადავიდა იმაზე, რომ არ შევაიარაღეთ ჩვენ უკრაინა, რაც ასევე საქართველოს პირდაპირ ომში ჩართვას ნიშნავს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა უკრაინისთვის.
“ჩვენ ბრიფინგი ჩავატარეთ ამ თემასთან დაკავშირებით და ოპოზიციას დავუსვით მარტივი კითხვა, ჩამოეწერათ, რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინისთვის და რა არ გავაკეთეთ. ვერც ერთმა ვერ ჩამოწერა. რაც შეეძლო საქართველოს, ყველაფერი გააკეთა, ამიტომ ვერ შეძლეს ამ პუნქტების ჩამოწერა. ჩვენ შეგვეძლო პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც იყო 100-პროცენტიანი. სადაც კი იყო პრინციპული პოზიცია დასაფიქსირებელი პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ყველგან დავაფიქსირეთ. მეორე იყო ჰუმანიტარული მხარდაჭერა. რაც შეეხება სხვა შესაძლო მხარდაჭერას, რაზეც კასიანოვმა ისაუბრა დღეს, ყველაფერს მივყავართ ომამდე. საპარლამენტო ოპოზიციიდან ერთ-ერთ პარტიას წამოსცდა, რომ იარაღი უნდა მიგვეწოდებინაო. „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთმა ლიდერმა დაპოსტა ეს. ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ უკრაინისთვის, არის ის, რომ არ ჩავერთეთ სამხედრო კონფლიქტში. შეიარაღების მიწოდება ამას ნიშნავს და ერთადერთი ეს არ გავაკეთეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს