
ავტორი
Front News საქართველო
“ერთადერთი, ჩვენი პოზიცია იქნება ის, რომ საქართველოში არაფრის ფასად არ დავუშვებთ ომს და არაფრის ფასად არ დავუშვებთ მეორე ფრონტს,’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ,,იმედი LIVE”-ში განაცხადა.
კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილი გაიხსენა, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ ბანკი შანტაჟისთვის იყო გამოყენებული, ხოლო შემდეგ ეს კავშირი ვიოლა ფონ კრამონმა გათქვა.
“როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, იქნება უშედეგო. იგივე მინიშნებები იყო ბანკთან დაკავშირებით. ეს მინიშნებები, სხვათა შორის, შემდეგ ვიოლა ფონ კრამონმა გაიმეორა, რაზეც მიანიშნებდა თავის წერილში ბიძინა ივანიშვილი, რომ ბანკი იყო შანტაჟისთვის გამოყენებული. პრაქტიკულად, ეს გათქვა ვიოლა ფონ კრამონმა, როდესაც პირდაპირ დაუკავშირა რეზოლუცია და ბანკი ერთმანეთს. შემდეგ, სცადა უარყოფა, მაგრამ შავით თეთრზე იყო ნათქვამი. ანუ, საბოლოო ჯამში, პირდაპირ ჩანს ეს კოორდინაცია. ვიღაცეებს რაღაცეები წამოცდებათ ხოლმე, რაც კარგია. საზოგადოება, მთავარია, დააკვირდეს ყველაფერს და კარგად წაიკითხოს რეალურად რა ხდება და რა დგას თითოეული ნაბიჯის უკან, რომელსაც დგამენ კონკრეტული ადამიანები, ვისაც სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა,’’ – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს