Logo

ირაკლი კობახიძე - რისი შელახვაც სცადა ბრიტანეთმა, იმას ბოლომდე დავიცავთ

პოლიტიკა
103
Frontnews image description

საქართველოს ხელისუფლება მიიღებს უკლებლივ ყველა ზომას, იმისათვის, რომ დაცული იყოს ტელეკომპანია „იმედის“ და “POSTV“-ის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. რისი შელახვაც სცადა ბრიტანეთმა, იმას ბოლომდე დავიცავთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 2007 წლის შემდეგ, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უზრუნველყო ამ უფლების აღდგენა ტელეკომპანია „იმედისთვის“ და ამ  უფლების აღდგენა ისევ მოხდება.

"საქართველოს ხელისუფლება მიიღებს უკლებლივ ყველა ზომას, იმისათვის, რომ დაცული იყოს ტელეკომპანია "იმედის“ და “POSTV“-ის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. რისი შელახვაც სცადა ბრიტანეთმა, იმას ბოლომდე დავიცავთ. ისე, როგორც 2007 წლის მერე, მართალია, 5 წელი დასჭირდა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მედიის ძირითადი უფლების აღდგენას, 5 წლის შემდეგ სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო ამ უფლების აღდგენა ტელეკომპანია „იმედისთვის“. ახლა არ დაგვჭირდება 5 წელი, დაგვჭირდება მაქსიმუმ 5 დღე, იმისათვის, რომ სრულად უზრუნველვყოთ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვა, როგორც ტელეკომპანია „იმედისთვის“, ისე „POSTV”-სთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სრულად დაიცავს ტელეკომპანიების უფლებებს, სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, ასევე სრულად იქნება დაცული თითოეული ჟურნალისტების უფლებები.

"აქ არიან კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები და ის აჟიოტაჟი, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, სწორედ ამ პარტიის მხარდამჭერებიდან მოდიოდა. მათ ჰქონდათ იმედი, რომ საქართველოში შეილახებოდა „იმედის“ და „POSTV“-სთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, თუმცა, როცა უფრო ღრმად ჩაიხედეს საქმეში, პესიმისტური განწყობა აქვთ. ნახეს, რომ როგორც „იმედი, ისე „POSTV“ ჩვეულებრივ გააგრძელებს მაუწყებლობას, ჟურნალისტების უფლებები იქნება ბოლომდე დაცული და რისი იმედიც ჰქონდა ამ კონკრეტულ პარტიას, რომელმაც მთელი აჟიოტაჟი გამოხატა გუშინ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ეს იმედი არის სრულიად ფუჭი. საქართველოს ხელისუფლება სრულად დაიცავს ტელეკომპანიების უფლებებს, სიტყვისა და მედიის თავისუფლებას. ასევე სრულად იქნება დაცული თითოეული ჟურნალისტების უფლებები. არც ერთ ჟურნალისტს არ შეეზღუდება საქართველოში საქმიანობა, რისი იმედიც ვიღაცებს ჰქონდათ. ბანკებიც იქნება დაცული, ტელეკომპანიებიც იქნება დაცული. ყველა სამეწარმეო თუ არასამეწარმეო სუბიექტი, თავის ადამიანის ძირითად უფლებებში იქნება დაცული ამის პირობას ვიძლევი მე. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ საქართველოში დაცული იყოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები