Logo

ირაკლი კობახიძე – რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რაც შეეხება ფრენებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ცალმხრივად დაწესებული სასჯელი მოიხსნა

პოლიტიკა
14.05.2023 / 16:45
Frontnews image description

ჩვენი მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც მიესადაგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,  – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლა დღის წესრიგში არ დგას.

 

“რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, აქედან გამომდინარე, მისი აქტუალიზება არ მგონია, სწორი იყოს. რაც შეეხება ფრენებს, ფრენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგვიძლია მარტივად დავაფიქსიროთ პოზიცია, რომელიც არის შემდეგი: თავის დროზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცალმხრივად დაუწესდათ სასჯელი საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ეს სასჯელი მოიხსნა. ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ, აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მან ასევე განმარტა, რომ საქართველო საერთაშორისო პრინციპებთან სრული თავსებადობით იმოქმედებს, რაც მხოლოდ არასანქცირებული ბორტების მიღებას გულისხმობს.

 

“ჩვენმა ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადება. ითქვა, რომ სანქცირებული ბორტები არ იქნება მიღებული, მაგრამ არასანქცირებული ბორტები იქნება მიღებული. აქაც იყო სპეკულაციები, იგივე დოკუმენტების გაგზავნასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის რომ იყოს ნათელი, ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა ნიშნავს სანქციების დაწესებას, აქედან გამომდინარე, ესეც არ არის ის საკითხი, რომელზეც სპეკულაციებს შეიძლება ჰქონდეს საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები