
ავტორი
Front News საქართველო
წინა არჩევნებზე, როცა ღილაკებს დაეჭირა ხელი და ამოიბეჭდა საარჩევნო ხმები, დაფიქსირდა 1 120 000 ადამიანის მხარდაჭერა - ეს არის მთავარი საზომი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც 1 120 000 ადამიანის საპირწონედ 120 ადამიანი დგას თბილისის შტაბთან და რუსთაველის გამზირზე, ეს უნდა იყოს „მარკერი“.
"ჩვენ „გორბის“ კვლევით არ ვხელმძღვანელობთ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ერთადერთი რამით - ეს არის არჩევნების შედეგები. წინა არჩევნებზე ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა. როცა ღილაკებს დაეჭირა ხელი და ამოიბეჭდა საარჩევნო ხმები, დაფიქსირდა 1 120 000 ადამიანის მხარდაჭერა. ეს არის მთავარი საზომი და როდესაც 1 120 000 ადამიანის საპირწონედ 120 ადამიანი დგას გნებავთ, თბილისის შტაბთან, გნებავთ, რუსთაველის გამზირზე, ეს უნდა იყოს „მარკერი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს