
ავტორი
Front News საქართველო
რაც შეეხება განცხადებას, თითქოს ჩვენ ვერ ვიმეტებთ პენსიის თანხას, მარტივად ციფრებით დავადასტურეთ, რომ მხოლოდ შარშან, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით გავზარდეთ საპენსიო ფონდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, რომ მათი ტყუილი ფაქტებით დასტურდება.
„ბიუჯეტი როდესაც იზრდება მაგალითად 10%-ით, რესურსი იმისა, რომ გაიზარდოს საპენსიო ფონდი, არის შესაბამისი. და როდესაც თქვენ ამბობთ, რომ პენსიებისთვის თანხა არ გვემეტება, ნახევარ მილიარდზე მეტი, რომელიც დაემატა პენსიებს, არის ამ ტყუილის დამადასტურებელი ფაქტი. სირცხვილია, არ შეიძლება, ასე ზედაპირულად და პრიმიტიულად ისაუბროთ თემებთან დაკავშირებით. ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს