
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ანტიქართული ნაბიჯები იდგმება და ანტიქართული განცხადებები კეთდება, ჩვენი ვალდებულებაა, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ ამაზე გვქონდეს სათანადო, ადეკვატური რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ვერ შეფასდება ვერც ანტიევროპულ და ვერც ანტიამერიკულ ნაბიჯად.
“როდესაც კონკრეტული სუბიექტები აკეთებენ ანტიქართულ განცხადებებს და დგამენ ანტიქართულ ნაბიჯებს, იგივე, მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების სანქცირებაც იყო ანტიქართული ნაბიჯი. როდესაც ანტიქართული ნაბიჯები იდგმება, როდესაც ანტიქართული განცხადებები კეთდება, ჩვენი ვალდებულებაა, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ ამაზე გვქონდეს სათანადო, ადეკვატური რეაგირება და ეს ყველაფერი ვერ შეფასდება ვერც ანტიევროპულ და ვერც ანტიამერიკულ ნაბიჯად. როცა იქიდან იდგმება ანტიქართული ნაბიჯები და კეთდება ანტიქართული განცხადებები, მასზე რეაგირება უბრალოდ ჩვენი ვალდებულებაა და მეტი არაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს