ირაკლი კობახიძე - როდესაც ასეთ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უკრაინის ხელისუფლება, ეს ძალიან შემაშფოთებელია


ავტორი
Front News საქართველო
როდესაც საქმის მასალებიდან, ამ ეტაპზე, ვლინდება, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ ნივთიერების უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი და ა.შ. ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს კითხვებს ამ საქმესთან და იმ განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საქმის უკან დგას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოში შემოტანის საქმეს ეხებოდა.
მისი თქმით, დანარჩენი უნდა გამოიძიოს უსაფრთხოების სამსახურმა.
"როდესაც ასეთ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უკრაინის ხელისუფლება, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. დანარჩენი დეტალები უნდა გამოიძიოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. როდესაც საქმის კონკრეტული ფიგურანტი, დაკავებული პირი პირდაპირ აცხადებს, რომ მათ დავალება ჰქონდათ მიღებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან, როდესაც საქმის მასალებიდან, ამ ეტაპზე, ვლინდება, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ ნივთიერების უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი და ა.შ. ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს კითხვებს ამ საქმესთან და იმ განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საქმის უკან დგას. დანარჩენი უნდა გამოიძიოს უსაფრთხოების სამსახურმა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს