ირაკლი კობახიძე - როდესაც ისინი გადადიან ძალადობაზე, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში მიიღებენ ძალიან მკაცრ, კანონისმიერ პასუხს


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციის აქციასა და დაანონსებულ "მშვიდობიან რევოლუციაზე" ისაუბრა.
როგორც კობახიძემ განმარტა, თუ ოპოზიცია გადავა ძალადობაზე, ისინი კანონის საფუძველზე ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებენ, ვინაიდან, ძალადობა ვერ დარჩება უპასუხოდ.
"არსებობს ორი თეორიული სცენარი, რომ არ ვიმარჩიელოთ ერთი არის, როდესაც შეკრება მშვიდობიანად იმართება და ასეთ შემთხვევაში, მარტივად, შეიკრიბებიან და დაიშლებიან. მეორე თეორიული სცენარია, როდესაც ისინი გადადიან ძალადობაზე, როდესაც ისინი ცდილობენ მაგალითად, კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების მიმართ შტურმი განახორციელონ ან იძალადონ პოლიციელებზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ძალიან მკაცრ, კანონისმიერ პასუხს. პროპორციულ, მაგრამ მკაცრ პასუხს კანონის საფუძველზე - რა თქმა უნდა, ძალადობა ვერ დარჩება უპასუხოდ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს