
ავტორი
Front News საქართველო
ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი, რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები.
"ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები. იყო სამი სხვადასხვა კამპანია. როდესაც ვერ მიაღწიეს საქართველოს ომში ჩართვას, სამი სხვადასხვა რუსოფობიული კამპანია ჰქონდათ, ჯერ კიდევ 2022 წელს. პირველი კამპანია დაიწყეს ომის დაწყებისთანავე, მეორე კამპანია დაიწყეს მაშინ, როდესაც პუტინმა გამოაცხადა მობილიზაცია და მესამე კამპანია დაიწყეს 2022 წლის ტურისტული სეზონის დროს და ყოველ ჯერზე ამას ააქტიურებდნენ. მიზანი პროვოკაციების მოწყობაა. ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას.
ჩვენ ამ კამპანიებს ეფექტურად დავუპირისპირდით და ამის ხარჯზე მოვახერხეთ ჩვენ ტურიზმის შენარჩუნება. კრუიზი რომ შემოვიდა ბათუმში და ჩამოვიდნენ რუსი ტურისტები, ვერაფრით ვერ ახსენით, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ ტურისტსა და ლარსიდან, ხმელეთით შემოსულ ტურისტს შორის. ვერ ახსენით, მაგრამ კამპანია გააჩაღეთ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს