
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ და როცა მინიშნება უკავშირდება შესაძლო განვითარებას შენს ქვეყანაში კონკრეტული თანამდებობის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს კონტრპროდუქტიულია თვითონ იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ შანტაჟს და მუქარას ახორციელებენ.
“როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ და როცა მინიშნება უკავშირდება შესაძლო განვითარებას შენს ქვეყანაში კონკრეტული თანამდებობის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შანტაჟი და მუქარა დარჩება შანტაჟად და მუქარად. მე მგონია, რომ ეს მუქარა და მთლიანად, ეს შანტაჟი არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული თვითონ იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ შანტაჟს და მუქარას ახორციელებენ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს