
ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი კობახიძემ CNN-ის ეთერში გაჟღერებული კითხვის შესახებ საკუთარი სტატუსი განმარტა.
განცხადება “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სტრასბურგში გააკეთა, სადაც საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას ესწრება.
“სამწუხაროდ, საერთაშორისო მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს გავლით ხდება სანქცირებული პროდუქციის შეტანა რუსეთის ფედერაციაში, რაც ჩვენ არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ ტყუილია და მოგვიანებით შესაბამისი კითხვა გაჟღერდა CNN-ის ეთერში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის მიერ. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის მიუღებელია. როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ასეთ ბრალდებას, ჩვენ გვჭირდება პოზიციების დაცვა. გამოვაქვეყნე განცხადება, რომელიც სტატისტიკის დონეზე, უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოს გავლით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა“, – აცხადებს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს