
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი ამ შეკითხვაზე – ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა თემა, ამოიწურებოდა, მაგრამ ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ეს პრობლემა მოიხსნება სწორი ინფორმაციის სწორად გავრცელებით,- განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედის LIVE’’ – ის ეთერში.
“აქ საქმე ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე, თემას გვერდს მარტივად ვერ ავუვლით. როდესაც რამდენიმე მოსამართლე ასეთ ბრალდებას უყენებს საელჩოს კონკრეტულ თანამშრომელს, აქ არის ერთადერთი გამოსავალი: ინფორმაცია უნდა იყოს უარყოფილი და თუ მოხდა, მაშინ რეაგირებაა საჭირო. კიდევ ერთხელ გავმეორებ, არავის არა აქვს არც სურვილი და ნება, რომ რამენაირად თავს დაესხას ელჩს, საელჩოს. უბრალოდ იმისთვის, რომ საზოგადოების ინტერესი დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს