ირაკლი კობახიძე - როდესაც ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას ადამიანის უფლებების კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას, ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამას დაახლოებით 10-20 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.
"დანიაში რაც ვიხილეთ, არის შემაშფოთებელზე უფრო მეტი. როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას, ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია. ამას დაახლოებით 10-20 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. ჩვენ ამაზე გვჭირდება სათანადო რეაგირება. მხედველობიდან არ უნდა იყოს გაშვებული ასეთი პროცესები და საზოგადოების ყურადღებაც უნდა გავამახვილოთ ასეთ პროცესებზე იმისათვის, რომ საზოგადოებამ გამოიტანოს სწორი დასკვნები იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით ვითარდება პროცესები ევროპის მასშტაბით, ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




