Logo

ირაკლი კობახიძე - როგორც 13 წლის განმავლობაში ჩაუვარდათ ყველა რევოლუციური მცდელობა, ასე ჩაუვარდებათ მე-13 წლის თავზეც

პოლიტიკა
380
Frontnews image description

ოპოზიცია არის აბსოლუტურად მარგინალური და არის მთლიანად მოშლილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის, ოპოზიციას არაფერი რესურსი არ აქვს.

"ყველაფერი მშვიდად ჩაივლის არაფერი რესურსი არ აქვთ. ხედავთ, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად მარგინალური, არის მთლიანად მოშლილი და ეს არის ცარიელი სიტყვების ფრქვევა რევოლუციურ პროცესებთან დაკავშირებით, რასაც აკეთებენ 13 წლის განმავლობაში. როგორც 13 წლის განმავლობაში ჩაუვარდათ ყველა ასეთი მცდელობა, ასე ჩაუვარდებათ მე-13 წლის თავზეც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement