ირაკლი კობახიძე - როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს ამ პოლიტიკურ ძალებს

ავტორი
Front News საქართველო
იმდენად არის განულებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რესურსები, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს ამ პოლიტიკურ ძალებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავარი ამოცანა დღეს არის ქვეყნის განვითარება.
"შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. იმდენად არის განულებული ამ პოლიტიკური პარტიების რესურსები, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს ამ პოლიტიკურ ძალებს. ეს მათი არჩევანია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე და ვიზრუნოთ ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




