ირაკლი კობახიძე - როგორც კი აღიარებენ წინა დასკვნას, მაშინვე განვაახლებთ სერიოზულად მსჯელობას ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, გავაკეთეთ განცხადება, რომ პირველ რიგში, ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ელოდება წინა დასკვნის აღიარებას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით.
"ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, გავაკეთეთ განცხადება, რომ პირველ რიგში, ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას. როგორც კი აღიარებენ წინა დასკვნას, მაშინვე განვაახლებთ სერიოზულად მსჯელობას ეუთო-ოდირთან დაკავშირებით. ეს არ არის დახურული თემა, მაგრამ ჯერ ველოდებით წინა დასკვნის აღიარებას, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




