ირაკლი კობახიძე – როგორც კი პარტიული რეჟიმიდან გადავლენ პარტიული ტელევიზიის რეჟიმზე, განვაახლებთ ურთიერთობას


ავტორი
Front News საქართველო
“როგორც კი პარტიული რეჟიმიდან გადავლენ პარტიული ტელევიზიის რეჟიმზე, მაშინვე განახლდება მათთან თანამშრომლობა“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.
“ჩვენ დღეს ვართ ისეთ რეჟიმში, რომ კითხვებზე პასუხის გაცემაც კი არ გვინდა იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც ამ პროტესტში ჩართეს ჭუტამ, გვარამიამ და ნოდარ მელაძემ, მაგრამ აქედანვე შემიძლია დღესვე გითხრათ, როგორც კი ეს ტელევიზიები პარტიული რეჟიმიდან დაბრუნდებიან პარტიული ტელევიზიის რეჟიმზე, მაშინვე განვაახლებთ მათთან კითხვა პასუხს. როგორც კი პარტიული რეჟიმიდან გადავლენ პარტიული ტელევიზიის რეჟიმზე, მაშინვე განახლდება მათთან თანამშრომლობა, ეს არის ჩვენი დაპირება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს