Logo

ირაკლი კობახიძე – როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ლარის კურსმაც გამყარება დაიწყო

პოლიტიკა
816
Frontnews image description

როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, მაშინვე თვითონ დაიწყო ლარის კურსმაც გამყარება,  –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დღეების განმავლობაში უმნიშვნელო ინტერვენცია გახდა საჭირო.

“ეროვნული ბანკი ახერხებს რაიმე არსებითი ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს ამისათვის“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები