
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვხედავთ, რომ თავად აშშ, მისი ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმუმს აკეთებს ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასეთ პირობებში ამერიკულ ხელისუფლებას ვერ ექნება ვერავითარი ობიექტური კრიტიკული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ასევე ცდილობს ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას ჩინეთთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობა არ არის პარტნიორობა ქაღალდზე, მას აქვს კონკრეტული შინაარსი და კონკრეტული შედეგები.
"ჯო უილსონი ერთია, მაგრამ როდესაც საუბარია ამერიკულ ადმინისტრაციაზე, როდესაც ის თავადაც ცდილობს ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას, სხვას ვერ გააკრიტიკებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო. ეს ხომ მარტივი ალოგიკური მოვლენა იქნებოდა.
მე იმედი მაქვს, რომ რაზეც დღეს ვსაუბრობდი, ამას მაგალითად აიღებს ამერიკული ადმინისტრაციაც. ჩვენ ძალიან ძალიან გულწრფელად ვისაუბრეთ მათ შორის ბოლო შეხვედრაზე ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ რაც იყო სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან ამ წლების განმავლობაში, ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე. თავიდან ბოლომდე ქაღალდზე, ამას არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, ახლა უკვე ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არ არის პარტნიორობა ქაღალდზე, მას აქვს კონკრეტული შინაარსი და მას აქვს კონკრეტული შედეგები. ჩვენ ამას ვეუბნებით ამერიკულ ადმინისტრაციას, რომ ასეთივე მიდგომით შეხედონ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას საქართველოსთან. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს თავისი შინაარსი, ორმხრივი სარგებელი თავის გზამკვლევი. როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ასე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს