ირაკლი კობახიძე რომში საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო, რომელიც ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა.
შესრულდა ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნაწარმოებები. პატრიარქის „ავე მარია“ გუნდთან ერთად იანო ალიბეგაშვილმა შეასრულა. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე და ლოტბარი გიორგი დონაძე.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით გამართა.
ვატიკანის საიუბილეო თარიღი რომში 25 წელიწადში ერთხელ, 1300 წლიდან აღინიშნება.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


