
ავტორი
Front News საქართველო
თქვენ ძალიან მარტივად გინდათ მიიღოთ ჰედლაინი, მაგალითად იგივე თუნდაც რუსულ მედიაში, იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვაცხადებ, რომ რუსეთის ფედერაცია არის მტერი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც მერე ნაბიჯებიც უნდა მოაყოლო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის ისეთი პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც კონკრეტული ნაბიჯებიც უნდა მოაყოლო.
"დაახლოებით ის ნაბიჯები, ან ზუსტად ის ნაბიჯები, რაც თქვენმა პარტიამ მოაყოლა 2008 წელს და 2008 წლამდე. კარგად უნდა გესმოდეთ ეს ყველაფერი და თუ გაიგებთ, ასეთ სამარცხვინო შეკითხვებს აღარ დასვამთ. აგიხსენით და ვერ გაიგეთ. ვიცი, რომ ვერ იგებთ, გულწრფელი ხართ ამაში. გაგების პრობლემა გაქვთ. გაგების პრობლემა ზოგადად რომ არ გქონდეთ, არ იქნებოდით არც „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტები. თქვენ „ფორმულაც“ და „ტვ პირველიც“ წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. ეს არის უცხოური აგენტურის პარტიული მედიადანამატი, შესაბამისად, თქვენ წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, უცხოური აგენტურის კონკრეტული განშტოება ხართ. თქვენ არ გეუბნებით პირადად, რომ თქვენ ხართ უცხოელი აგენტი, მაგრამ თქვენი ტელევიზია არის უცხოური აგენტურის ერთ-ერთი განშტოება. შესაბამისად, თქვენი პოზიცია არის სათაკილო, როდესაც თქვენ კვლავ ემსახურებით იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული 2008 წელს და გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ მომხდარიყო ის, რაც მოხდა, როცა ამ პარტიას ემსახურებით დღესაც, ეს არის უაღრესად სათაკილო მოვლენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს