ირაკლი კობახიძე - როცა არაფერი აქვთ სათქმელი, იქაც კი ენას ძვალი არ აქვს, ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება


ავტორი
Front News საქართველო
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერაფერი ვერ დადეს, ბოლოს დავიდნენ რაღაც გაჟონვამდე, სისულელემდე და მაინც გააპროტესტეს არჩევნების შედეგები, ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნების სანდოობას და აქტივობას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.
"ნახეთ რამხელა აქტივობა იყო წინა არჩევნებზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერაფერი ვერ დადეს, ბოლოს დავიდნენ რაღაც გაჟონვამდე, სისულელემდე და მაინც გააპროტესტეს არჩევნების შედეგები. როცა არაფერი აქვთ სათქმელი, იქაც კი ენას ძვალი არ აქვს, ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს