
ავტორი
Front News საქართველო
ზურაბ ადეიშვილი არის არა მხოლოდ ბრალდებული კონკრეტულ დანაშაულებში, არამედ ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი რეპრესიული მანქანის შემოქმედი გასული წლების მანძილზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მძიმე მოვლენაა, როდესაც ასეთი ადამიანი საერთაშორისო სტრუქტურებში უკრაინის ხელისუფლების სახელით დადის.
“ჩვენ უკრაინის ხელისუფლებასთან გვაკავშირებს ცალმხრივი მეგობრობა, ცალმხრივი სოლიდარობა, ცალმხრივი ინტერესების გათვალისწინება, რაც ძალიან მძიმეა და მიუღებელი მოვლენაა. ზურაბ ადეიშვილი არის არა მხოლოდ ბრალდებული კონკრეტულ დანაშაულებში, არამედ ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი რეპრესიული მანქანის შემოქმედი გასული წლების მანძილზე. ადამიანი, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, აყალიბებდა რეპრესიულ მანქანას, იყო ბიზნესის რეკეტის სათავეში და ა.შ. როცა ასეთი ადამიანი დადის საერთაშორისო სტრუქტურებში უკრაინის ხელისუფლების სახელით, ეს არის მძიმე მოვლენა. რას ვიზამთ, ეს ცალმხრივი მეგობრობა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს