ირაკლი კობახიძე – როცა ევროპის მასშტაბით ასეთი ცენზურა მოქმედებს, ამით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო სტრუქტურები, არ გამოვრიცხავ, ჩვენც მივმართოთ ევროსაბჭოს


ავტორი
Front News საქართველო
ყველა ბეჭდავს სტატიებს, რომელიც უკავშირდება “კრედიტ სუისს“ და რომელიც არყევს მის რეპუტაციას, მაგრამ როგორც კი საქმე მიდგება მენეჯმენტზე, არც ერთი სტატია აღარ იბეჭდება. როცა ევროპის მასშტაბით ასეთი ცენზურა მოქმედებს, ეს წარმოუდგენელია და ამით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო სტრუქტურები არ გამოვრიცხავ, ჩვენც მივმართოთ ევროსაბჭოს იმისთვის, რომ ეს საკითხი იქნეს გამოძიებული, – განუცხადა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იურიდიული ფირმა MKD-ის წერილის კომენტირებისას.
მისი თქმით, ევროპისთვის სერიოზული პრობლემაა, თუ ასეთი მასშტაბის კოორდინირებული ცენზურა მოქმედებს ევროპულ მედიაზე.
“შემაშფოთებელი და წარმოუდგენელია, არც ერთი გამოცემა არ ბეჭდავს, ყველა ბეჭდავს სტატიებს, რომელიც უკავშირდება ბანკს და რომელიც არყევს მის რეპუტაციას, მაგრამ როგორც კი საქმე მიდგება მენეჯმენტზე, არც ერთი სტატია აღარ იბეჭდება. როცა ევროპის მასშტაბით ამ მასშტაბის ცენზურა მოქმედებს, ეს არის წარმოუდგენელი და ამით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო სტრუქტურები.
არ გამოვრიცხავ, ჩვენც კი მივმართოთ მაგალითად ევროსაბჭოს იმისთვის, რომ ეს საკითხი იქნეს გამოძიებული. ევროპისთვის სერიოზული პრობლემაა, თუ ასეთი მასშტაბის კოორდინირებული ცენზურა მოქმედებს ევროპულ მედიაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – როცა სტანდარტული გამოძიების პარალელურად ქმნი საგამოძიებო კომისიას გამოდის, რომ თქვენ არ ენდობით მიმდინარე ქართულ-ევროპულ გამოძიებას

ირაკლი კობახიძე – გახარიას სჩვევია ტყუილების ლაპარაკი, ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, საკუთარ თავს არ უნდა აკადროს ასეთი სამარცხვინო ტყუილი

ირაკლი კობახიძე – ასეთი მოთხოვნების ფონზე ლატვიის პრეზიდენტის არც ერთ განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს