Logo

ირაკლი კობახიძე - რთული პროცესია, მაგრამ აუცილებელია იმისთვის, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობისთვის სოციალური ტვირთის შემცირებაზე

პოლიტიკა
36
Frontnews image description

მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასებს ჰქონდა სერიოზული შედეგი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამან გამოიწვია ძირითადი მოხმარების მედიკამენტების ძალიან ფართო სპექტრზე რეალურად ფასების დაბალანსება და შემცირება.

"თავის დროზე, დაახლოებით 3 წლის წინ, შემოღებული იქნა რეფერენტული ფასები. ზოგადად, ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს თავისი პლუს-მინუსები. რეფერენტულ ფასებს ჰქონდა სერიოზული შედეგი. ამან გამოიწვია ძირითადი მოხმარების მედიკამენტების ძალიან ფართო სპექტრზე რეალურად ფასების დაბალანსება და შემცირება.  რა თქმა უნდა, ამას თავისი მინუსებიც ჰქონდა, კერძოდ, შეიზღუდა მაგალითად ამ შემთხვევაშიც კონკრეტული სახეობის მედიკამენტის შემოტანა. ანალოგიურად მოხდა სხვა მედიკამენტების შემთხვევაში. ეს არის პლუს-მინუსები. მაგრამ, პლუსი ამ რეფერენტული ფასების შემოღების იყო ის, რომ საბოლოო ჯამში, მედიკამენტების ძალიან ფართო სპექტრზე მოხერხდა ფასების შემცირება. იგივე შეიძლება ეხებოდეს სურსათსაც. ჩვენთვის ყველაზე ადვილი იქნებოდა ამ ყველაფრის მიშვება ისე, როგორც არის და საერთოდ არ ჩავერეოდით იგივე სურსათის ფასებში. ჩვენთვის ხომ თავის ტკივილია. ისეთ თემაში შევედით, სადაც, ბუნებრივია, რთულია პრობლემის გადაჭრა, იმიტომ, რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესს, მოთხოვნა-მიწოდებას. რეალურად, მოთხოვნა გაზრდილია იმის გამო, რომ შემოსავლებია გაზრდილი. ამით სარგებლობს ბიზნესი, უფრო ძვირად აწვდის მოსახლეობას სურსათს. რა თქმა უნდა, ეს არის მოთხოვნა-მიწოდება და ამაში ჩარევაზე ვსაუბრობთ, რეალურად. შეიძლება კეთილშობილური მიზანი გვქონდეს და კეთილშობილურ ფორმებზეც ვფიქრობდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არის თავისუფალ ბაზარში ჩარევა“, -  განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მიზანი იყოს მიღწეული.

"მიზანი რა არის, მარტივად, ჩვენი მოქალაქე უყურებს რას, რომ საფრანგეთში რაღაც პროდუქტი რომ ღირს 5 ლარი, ჩვენთან ღირს 10 ლარი, მაშინ, როდესაც ფრანგ მოქალაქეს ხელფასი მეტი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს. ეს არის ობიექტური პრობლემა და გვინდა, რაღაცნაირად შევეხოთ ამ პრობლემას. ბუნებრივია, ამას აქვს თავისი მინუსები. თავის ტკვილიც არის ჩვენთვის, მაგრამ იმის გამო, რომ ეს არის სერიოზული სოციალური საკითხი, გვინდა, ამ თემით დავკავდეთ და გვინდა უფრო მეტიც, რომ პრობლემის გადაჭრის გზები გამოვძებნოთ. იგივე იყო მედიკამენტების ფასების შემთხვევაში და იგივე სურსათზე ფასების შემთხვევაშიც. ამიტომ, ყველასთან, მეწარმეებთან, დისტრიბუტორებთან, ქსელებთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ყველაზე სწორი ფორმით მოვახერხოთ მოსახლეობისთვის ამ სოციალური ტვირთის შემცირება. ამასაც თავისი მინუსები აქვს, ბუნებრივია, იმიტომ, რომ გამოვედით და ვსაუბრობთ ბიზნესთან დაკავშირებით იმაზე, რომ ნაკლები მოგება მიიღონ. რა თქმა უნდა, რთული პროცესია, მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობისთვის სოციალური ტვირთის შემცირებაზე. რაც შეეხება მედიკამენტებს. ზოგადად, პლუს-მინუსები არსებობს. ზღვარი დაწესდა. ამ ზღვარმა შეიწირა კონკრეტული სახეობის მედიკამენტები, მაგრამ მეორე მხრივ, ფასებიც შემცირდა. მზად ვართ, კონკრეტული მედიკამენტების შემთხვევაც განვიხილოთ იმისათვის, რომ პრობლემა გადავჭრათ. ამისთვის არის ჯანსაღი დისკუსია და ჯანსაღი მსჯელობა. თუ პრობლემა არის, უნდა ვიფიქროთ პრობლემის გადაჭრაზე და ამისთვის ვართ მზად ნებისმიერ ფორმატში“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები