ირაკლი კობახიძე - რთველისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია

ავტორი
Front News საქართველო
რთველისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, შარშანდელი რთველი წარმატებით ჩატარდა და წლევანდელი პროცესის ორგანიზებაშიც მთელი გუნდი აქტიურად ჩაერთვება.
"ყველა მობილიზებულია, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო. თავიდან ბოლომდე ვიქნებით ჩართული ამ საკითხების ორგანიზებაში“, - აღნიშნა მან.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




