
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი ვერ შეძლებს არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ევრონიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში.
“შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის მოახდენდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს