ირაკლი კობახიძე - რუსთავში ვგეგმავთ ტრადიციული, ძველი სტადიონის განახლებას, პრაქტიკულად, ახალი სტადიონის მშენებლობას


ავტორი
Front News საქართველო
რუსთავში ვგეგმავთ ტრადიციული, ძველი სტადიონის განახლებას, პრაქტიკულად, ახალი სტადიონის მშენებლობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს პროცედურები, შესაბამისი სამუშაოები და 8 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება ძალიან მალე რუსთავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სტადიონი საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და რუსთავს საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის საშუალებას მისცემს, როგორც ფეხბურთის, ისე რაგბის მიმართულებით.
“ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი, რომელიც საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს როგორც ფეხბურთის, ისე რაგბის მიმართულებით და ეს იქნება მორგებული გარემოზე, არაჩვეულებრივ გარემოშია ძველი სტადიონი. ინფრასტრუქტურა იქნება მთლიანად მორგებული ამ გარემოზე და მაქსიმალურად დახვეწილი ევროპული სტანდარტების სტადიონი გვინდა ავაშენოთ, ეს აუცილებლად ასეც იქნება", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს