ირაკლი კობახიძე - რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი, ასეთ დროს ჩვენს წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა

ავტორი
Front News საქართველო
რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ამაზე თვითონ ევროპული ბიუროკრატია საუბრობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ ევროკავშირმა იმპორტის ხარჯზე მილიარდებით დააფინანსა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში.
"ასეთ დროს, ჩვენს წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, ვაწარმოებთ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ამ მიზეზით არ დაწესდა სანქციები, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, ღიად ვერ ბედავდნენ ვერასდროს ასეთი მოწოდებების გაკეთებას, თუმცა ახლა რატომღაც გადაწყვიტეს ასეთი განცხადებების გაკეთება. რასაც მანამდე მალავდნენ, ახლა უკვე ღიად ამბობენ იმავეს", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




