
ავტორი
Front News საქართველო
2012 წლიდან მოყოლებული, “ნაცმოძრაობა”, მათ შორის, კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება ‘ქართული ოცნება” თუმცა, მათ უკვე 8 არჩევნები წააგეს და აუცილებლად წააგებენ მე-9, მე-10 და ასევე გარანტირებულად მე-11 არჩევნებს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი შემცირდა, არის იმედგაცრუება, ვინაიდან, მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ მათი გამარჯვების.
“ყოველი არჩევნების წინ ისინი არწმუნებენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მოიგებენ, თუმცა, შემდეგ იწვევენ ამომრჩევლებში იმედგაცრუებას. ამით ალბათ, მათი მხარდამჭერებიც დაიღალნენ და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათი რეიტინგი შემცირებულია, არის სწორედ ეს იმედგაცრუება. უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” გამარჯვების, იმდენჯერ მოატყუეს. 8-ჯერ მოატყუეს, რომ იგებდნენ არჩევნებს და 8-ჯერ წააგეს. რა თქმა უნდა, მეცხრედაც აუცილებლად წააგებენ შემდეგ არჩევნებს”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს