
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტის ანტისიმბოლო საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რატომ? ერთი — მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უკავშირდება ადამიანების წამებას, ადამიანების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვას – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ “იმედის” ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სააკაშვილთან მიმართებით ხდება სიმბოლიზმის გამოყენება.
“ხდება რაღაცა სიმბოლიზმის გამოყენება სააკაშვილთან მიმართებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მესამე პრეზიდენტის სიმბოლო და ა.შ. ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტს მართლაც ახასიათებს გარკვეული დოზით სიმბოლიზმი, თუმცა ყოფილი პრეზიდენტები, ისტორია აჩვენებს ამას, არიან ან სიმბოლოები ან ანტისიმბოლოები, შუალედური მაგალითებიც კი არ აქვს ისტორიას. სააკაშვილს რაც შეეხება, ის არის ანტისიმბოლო.
ის არის ანტისიმბოლო საქართველოში და ის არის ანტისიმბოლო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რატომ? ერთი – მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უკავშირდება ადამიანების წამებას, ადამიანების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვას. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რაც მას, როგორც თავის დროზე პრეზიდენტს, აქვს ჩადენილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს