ირაკლი კობახიძე – სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში, ვერ ვხედავთ ვერც მკურნალობის ნაკლებობას და ვერც თვითდაზიანებას


ავტორი
Front News საქართველო
პატიმრის ზრუნვაზე რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ რაც შეეხება თვითდაზიანებას, ამაზე პასუხიმგებლობა პატიმარს ეკისრება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში.
“ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ ვერც მკურნალობის ნაკლებობას და ვერც თვითდაზიანებას, სინამდვილეში ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში, თვითდაზიანებაც არ მიუყენებია მას, ცილებსაც საკმარისად იღებს. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ასეც და ისეც, ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი სათანადო მოპყრობა, რითაც გამოირჩევა არსებული პენიტენციური სისტემა წინა სისტემისგან განსხვავებით. რაც არის პასუხისმგებლობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და არავის შეხსენება არ გვჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – ვერც ელჩის გაწვევა და ვერც სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები ჩვენს დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს, ქართველებს და უკრაინელებს აკავშირებთ საუკუნოვანი მეგობრობა და ეს არის ყველაზე ფასეული

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ამ ადამიანებს ვერც სამართლის აღსრულების შეჩერების, ვერც ტელეკომპანიების ძარცვისა და ვერც სასამართლოზე ზეწოლის უფლებას ვერ მივცემთ

ირაკლი კობახიძე – ვერც სიმულაცია და ვერც თვითდაზიანება ვერ გახდება მისი საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი