ირაკლი კობახიძე – სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, მათ შორის იმის, რომ შეუძლოდ არის


ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, მათ შორის იმის, რომ შეუძლოდ არის და ა.შ. არჩევნებამდე ამ რაღაც კლოუნადის მომსწრე ვიქნებით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ყველა დაიღალა ამ სპეკულაციებით. ეს სპეკულაციები რა თქმა უნდა მოიმატებს მომდევნო 5-6 დღის განმავლობაში, რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით არჩევნებს. ვიცით, გვაქვს შიგნიდან, პარტიის ოფისიდან გამოტანილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, მათ შორის იმის, რომ შეუძლოდ არის და ა.შ. არჩევნებამდე ამ რაღაც კლოუნადის მომსწრე ვიქნებით. 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური დასრულდება და შემდეგ უნდა გადავერთოთ სხვა რეჟიმზე.
მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი და თან სხვებზე ბევრად უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. დღის წესრიგიდან ეს საკითხი 30 ოქტომბრის შემდეგ საბოლოოდ უნდა მოიხსნას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ირაკლი კობახიძე – ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური მიზანი არის, რომ ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით

ირაკლი კობახიძე – ერთ-ერთი მთავარი, რასაც მოგვცემს სტაჟირების პროგრამა, არის ის, რომ მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას

ირაკლი კობახიძე – “ნაცმოძრაობის“ დელეგაციას ზელენსკი რომ შეხვდეს, ურთიერთობების განახლების თვალსაზრისით კონტრპროდუქტიული იქნება, არ წაადგება ქვეყნებს შორის თანამშრომლობას