
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თვეები განმავლობაში იმყოფება სამედიცინო დაწესებულება და სახელმწიფო უწყებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებენ.
მისი თქმით, ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.
“მერწმუნეთ, იმაზე მეტი ზომა არის მიღებული, ვიდრე შეიძლება სხვა შემთხვევაში ყოფილიყო მიღებული. მაგალითად, თვეებია, უკვე ადამიანი არის არა საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში. მე მგონი ზომაზე მეტია ის ყურადღება, რასაც იჩენს [სახელმწიფო]. ზოგადად, კრიმინალურ სამყაროში თვითდაზიანება ციხეში არის მიღებული პრაქტიკა. შიმშილობა ან რაც იყო არ დაიწყო? ანუ გარკვეული თვეების განმავლობაში სათანადო დოზებით არ იღებდა საჭმელს. მან მიიყენა თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით. ეს არის კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკა. ასეთი რაღაცები ვერ ხდება და არც უნდა გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს