
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა იყოს მოხდილი.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილთან მიმართებაში არსებობს რისკები და ამიტომ, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს სახელმწიფოს ინტერესი.
“არის შეფარდებული სასჯელი და ეს სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა იყოს ბოლომდე მოხდილი. ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია და დაკავშირებულია პირდაპირ სახელმწიფო ინტერესებთან.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობს ასეთი ცნება სისხლის სამართალში – საზოგადოებრივად საშიში. ამ ადამიანთან პირდაპირ არის დაკავშირებული რისკები, მათ შორის, პოლარიზაციის გაღრმავების, გაორმაგების, ანუ ამის პოტენციალი არსებობს და ასეთ დროს, ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას. ამიტომ, არის ჩვენი პოზიცია პრინციპული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს