
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნაწილის დასახელება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება, ხოლო სრულ სიას 26 სექტემბერს წარადგენენ.
მისი თქმით, გუნდში იქნება განახლება.
“ჩვენ ვფიქრობთ სიის დასახელებას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. სიახლეები, განახლება გვექნება გუნდში. ეს ყოველ ჯერზე ხდება ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკის ჯანსაღი შემადგენელი ნაწილი და ამ შემთხვევაშიც გვექნება განახლება.
რაც შეეხება მთლიანად სიას, ეს მიღებული პრაქტიკაა, რომ სიის წარდგენა ხდება ხოლმე ზუსტად ბოლო დღეს, როცა ეს იურიდიულად არის შესაძლებელი და ეს უწევს 26 სექტემბრისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს