
ავტორი
Front News საქართველო
სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია, – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.
კობახიძის თქმით, მელია ვაზისუბნის #62 უბანზე, ის სადაც დაპირისპირება მოხდა, მელიუა პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა.
მისივე თქმით, ნიკანორ მელიამ, ცნობილმა პროვოკატორმა, შუქის ჩაქრობა გამოიყენა პროვოკაციის მოსაწყობად.
“ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ასეთი პროვოკაცია და ჩვენ ვიცით, რომ სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია. ეს არ ხდება პირველად, მეორედ, მეცხრედ და მეათედ. ეს მოხდა მეოცედ. მოვუწოდებთ ყველას, როგორც პროვოკატორებს, მათ შორის მელიას, რომ თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. ასევე ყველას მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არ აყვნენ პროვოკაციას” , – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ დროის მონაცემებით “ქართული ოცნება” 20-ვე მუნიციპალიტეტს იგებს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს